ბათუმის სპორტული ცენტრის დირექტორმა თემო ხასიამ დმანისში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით Facebook-ზე დაწერა:
"ერთი ბიძგი და ავარიული სახლების პრობლემა მოხსნილი გვაქვს". პოსტის სქრინი ადგილობრივმა TV25-მა გაავრცელა.
ამის შემდეგ მან პოსტი წაშალა და ბოდიში მოიხადა:
"მეგობრებო, ბოდიშს ვიხდი უხერხული ხუმრობისთვის. გაუცნობიერებლად მომივიდა. იმედია სწორად გამიგებთ".
მოგვიანებით ეს პოსტიც წაშალა და მეგობრებისთვის დაწერა, რომ თანამდებობას ტოვებს. ამ პოსტის სქრინსაც TV25 ავრცელებს.
მიწისძვრა თბილისის დროით 22:25 საათზე მოხდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრემ 6.2 მაგნიტუდა შეადგინა, ეპიცენტრი კი სოფელ სამებასთან იყო. ცენტრმა თავდაპირველად გაავრცელა პირველადი ინფორმაცია, რომ სიძლიერე 5.8 მაგნიტუდას შეადგენდა.